Tuesday, August 13, 2013

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: buch - წიგნი.   



  2. პროექტის მთავარი თემა: წიგნი -buch . წიგნი-ს  წარმოშობა , წიგნის წინამორბედი -ე.წ. ეგვიპტური პაპირუსის გრაგნილი,მისი განვითარება ეტაპობრივად და მისი მნიშვნელობა. წიგნის პირველი საბეჭდი, მისი გამომგონებელი-იოჰანეს გუტენბერგი , გუტენბერგის ბიბლია. მტკივნეული საკითხი დღეისთვის-ახალგაზრდობის ჩამოშორება წიგნებიდან. 

3] პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ემზადებიან პროექტის ელექტრონული პრეზენტაციისათვის , უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, ატარებენ გამოკითხვებს მეგობრებსა და უფროს თაობებს შორის; 1]ვის რომელი მწერლის ნაწარმოები უყვარს.მოსწავლეები ასახელებენ ; Thomas mann-,,zauberberg’’,wilheim hauf-,,marchen’’,bruder grimm -,,kinder und hausmarchen’’,Daniel defoe-,,robinzon crusoe ‘’,  stevan zveig-,,maria stuart’’  და ა. შ.  პრეზენტაციას აკეთებენ გერმანულ  ენაზე, შეიძენენ  თანამშრომლობის უნარს ,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

4[პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ პროექტების გერმანულ ენაზე განხორციელება , პლაკატების შექმნა. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ წიგნის წარმოშობაზე , პირველი საბეჭდი მანქანის გამოგონებაზე, მის წინამორბედ-ეგვიპტურ გრაგნილზე, გუტენბერგის ბიბლიაზე . განსაკუთრებით მტკივნეულად ამახვილებენ ყურადღებას, ახალგაზრდობის ჩამოშორებას წიგნებიდან კომპიუტერიზაციასთან დაკავშირებით  .  შემდეგ იმართება დისკუსია-კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე. შემდეგ გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას , გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს .

5 მოსწავლეთა ასაკი  15-16 წელი       

6 ვადების ხანგრძლივობა  5 დღე.

7] მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას.  მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ პროექტის გეგმას , შესრულების ვადებს , ინაწილებენ ფუნქციებს, ამზადებენ პლაკატებს , შეაქვთ ინფორმაცია კომპიუტერში და ამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.

8] .პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, ფანქარი.

9] .პროექტის მსვლელობა [ ძირითადი აქტივობები]:

აქტივობა1.-კლასს ვყოფ ორ ჯგუფად . პირველი ჯგუფი ამახვილებს ყურადღებას დადებით მხარეებზე და ამზადებს შესაბამის პლაკატს [ die vorteile] .  მეორე ჯგუფი ამზადებს  პლაკატს [die nachteile] დასაუბრობს უარყოფით მხარეებზე.

აქტივობა 2].მოსწავლეები ადარებენ კვლევის შედეგებს ,მართავენ დისკუსიას .

აქტივობა 3].ორივე ჯგუფი ამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას .

10].საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.

უცხ.ს.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ, მოსწავლე:
  • შეარჩევს ტექსტის სათანადო სტრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა მაორგანიზებლებს [სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა].
  • თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს-ლოგიკური კავშირების, მიზეზის , შედეგის, მიზნის გამოსახატავად; 
  • მოსწავლე  ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს, შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას.


11].პროექტის ხელმძღვანელი: ლუიზა მანქანაშვილი.


12]. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: manqanashvililuiza@gmail.com