1. პროექტის სახელწოდება: buch - წიგნი.
2. პროექტის
მთავარი თემა: წიგნი -buch . წიგნი-ს წარმოშობა , წიგნის წინამორბედი -ე.წ. ეგვიპტური
პაპირუსის გრაგნილი,მისი განვითარება ეტაპობრივად და მისი მნიშვნელობა. წიგნის პირველი
საბეჭდი, მისი გამომგონებელი-იოჰანეს გუტენბერგი , გუტენბერგის ბიბლია. მტკივნეული
საკითხი დღეისთვის-ახალგაზრდობის ჩამოშორება წიგნებიდან.
3] პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ემზადებიან პროექტის
ელექტრონული პრეზენტაციისათვის , უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, ატარებენ
გამოკითხვებს მეგობრებსა და უფროს თაობებს შორის; 1]ვის რომელი მწერლის ნაწარმოები
უყვარს.მოსწავლეები ასახელებენ ; Thomas mann-,,zauberberg’’,wilheim
hauf-,,marchen’’,bruder grimm -,,kinder und hausmarchen’’,Daniel defoe-,,robinzon
crusoe ‘’, stevan zveig-,,maria stuart’’ და ა. შ.
პრეზენტაციას აკეთებენ გერმანულ ენაზე,
შეიძენენ თანამშრომლობის უნარს ,გაიმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს.
4[პროექტის
მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ პროექტების გერმანულ ენაზე განხორციელება
, პლაკატების შექმნა. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ წიგნის წარმოშობაზე , პირველი
საბეჭდი მანქანის გამოგონებაზე, მის წინამორბედ-ეგვიპტურ გრაგნილზე, გუტენბერგის ბიბლიაზე
. განსაკუთრებით მტკივნეულად ამახვილებენ ყურადღებას, ახალგაზრდობის ჩამოშორებას წიგნებიდან
კომპიუტერიზაციასთან დაკავშირებით . შემდეგ იმართება დისკუსია-კომპიუტერის დადებით და
უარყოფით მხარეებზე. შემდეგ გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას , გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს .
5 მოსწავლეთა ასაკი 15-16 წელი
6 ვადების ხანგრძლივობა 5 დღე.
7] მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ პროექტის გეგმას , შესრულების ვადებს
, ინაწილებენ ფუნქციებს, ამზადებენ პლაკატებს , შეაქვთ ინფორმაცია კომპიუტერში და ამზადებენ
ელექტრონულ პრეზენტაციას.
8] .პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; კომპიუტერი,
თაბახის ფურცლები, ფანქარი.
9] .პროექტის მსვლელობა [ ძირითადი აქტივობები]:
აქტივობა1.-კლასს ვყოფ ორ ჯგუფად . პირველი ჯგუფი ამახვილებს
ყურადღებას დადებით მხარეებზე და ამზადებს შესაბამის პლაკატს [ die vorteile] . მეორე ჯგუფი ამზადებს პლაკატს [die nachteile] დასაუბრობს უარყოფით მხარეებზე.
აქტივობა 2].მოსწავლეები ადარებენ კვლევის შედეგებს
,მართავენ დისკუსიას .
აქტივობა 3].ორივე ჯგუფი ამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას
.
10].საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი.
უცხ.ს.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის
სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ, მოსწავლე:
- შეარჩევს ტექსტის სათანადო სტრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა მაორგანიზებლებს [სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა].
- თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს-ლოგიკური კავშირების, მიზეზის , შედეგის, მიზნის გამოსახატავად;
- მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს, შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას.
11].პროექტის ხელმძღვანელი: ლუიზა მანქანაშვილი.
12]. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: manqanashvililuiza@gmail.com
No comments:
Post a Comment